geo

სიახლეები და ღონისძიებები

12.07.2018

მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში

დახურული საგრანტო კონკურსი

„ფიფლ ინ ნიდ" (People In Need - PIN) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების ხელშეწყობის პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზეა ორიენტირებული. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა მსოფლის 37 ქვეყანაში. „ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და სტეფანწმინდაში. 

2018 წლის მაისიდან „ფიფლ ინ ნიდ" (People In Need - PIN), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency - CzDA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში". 

პროექტი მიზნად ისახავს მეფუტკრეების პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობას შემდეგ სამიზნე რეგიონებში: იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და ფოკუსირებულია დამწყები, მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეების განვითარებისა და მათ მიერ წარმოებული თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების ხარისხის და მოცულობის ზრდაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი საარსებო საშუალებების გაუმჯობესებას. 

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი მიმართულია მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეების ცოდნის ამაღლებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე, მათთვის 7-დღიანი თეორიული და პრაქტიკული, საბაზისო ტრენინგ კურსის მიწოდების გზით, რომელიც მოიცავს მეფუტკრეობის ძირითადი ოპერაციების სახელმძღვანელო პრინციპებს, პრაქტიკულ რჩევებს თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების თანმიმდევრული და ხარჯთეფექტური წარმოების კუთხით, მარკეტინგულ საკითხებს და სხვ. 

მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა მსხვილი კომერციული, პროფესიონალი მეფუტკრეების მიერ, მათსავე საწარმოებში/ საფუტკრეებში, რათა კურსი ყოფილიყო უფრო პრაქტიკული და მონაწილეებს სწრაფად აეთვისებინათ ახალი უნარ-ჩვევები. საბოლოო ჯამში, პროექტის სამიზნე რეგიონებში ჩამოყალიბდა 10 ტრენინგ ჯგუფი, რომლის მეშვეობით გადამზადდა, კონკურსის წესით შერჩეული 122 მცირე და საშულო მეფუტკრე.

პროექტის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მცირე და საშუალო მეფუტკრეების წარმოების ღირებულებათა ჯაჭვი ხასიათდება მთელი რიგი ხარვეზებით, რომლებიც აფერხებს მათი ბიზნესის ეფექტურ განვითარებასა და შემოსავლების ზრდას. მათ შორის საგულისხმოა შემდეგი ხარვეზები, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია შედარებით მარტივად და სწრაფად, მცირე გრანტების სტიმულირების გზით: 

1. მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეების დაბალი პროდუქტიულობა, რაც გამოწვეულია მათ საკუთრებაში არსებული მოძველებული ტექნიკითა და არასათანადო ინფრასტრუქტურით; 

2. მცირე მეფუტკრეთა შეზღუდული ხელმისაწვდომობა თაფლის ამოღების, შენახვისა და კუპაჟირებისათვის საჭირო პროფესიონალურ მოწყობილობებზე - შედეგად, მცირე მეფუტკრეთა მიერ თაფლის დამუშავება ხდება უხარისხო და არაეფექტური დანადგარების გამოყენებით; 

3. ახალი ტექნოლოგიების ცოდნის დეფიციტი;

4. არაეფექტური თანამშრომლობა მცირე ზომის მეფუტკრეებს შორის;

საგრანტო კონკურსის პირობები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ" (შემდგომში PIN), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) დაფინანსებით აცხადებს დახურულ ტექნიკურ საგრანტო კონკურსს მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეებისათვის, რომლის მიზანია საბაზისო ტრენინგ კურსზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საკუთარ საფუტკრეში, რაც თავის მხრივ აამაღლებს მათ პროდუქტიულობას და ხარისხს.

საგრანტო კონკურსის დაფარვის ზონაა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, გურია, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. 

ტექნიკური გრანტის (შემდგომში პროექტის თანაინვესტირება) მოთხოვნა შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ იმ მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრეებს ან მეფუტკრეთა ჯგუფებს (მაქსიმუმ 3 მეფუტკრე), რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს PIN-ის მიერ 2018 წლის 6 სექტემბრიდან - 2018 წლის 15 ოქტომბრამდე ორგანიზებულ 7 დღიან ტრენინგ კურსში და გადაეცათ სერტიფიკატი კურსის წარმატებით დასრულებისათვის. მეფუტკრეობის ტრენინგის ყოველ ჯგუფში გაიცემა მინიმუმ ერთი გრანტი.

საგრანტო კონკურსის სქემა 

პროექტის თანაინვესტირების მაქსიმალური ოდენობაა 2 000 (ორი ათასი) ლარი. პროექტის თანაინვესტირებას უნდა დაემატოს კონკურსში გამარჯვებული მეფუტკრის თანადაფინანსება, რომელიც უნდა შეადგენდეს PIN-გან მოთხოვნილი თანაინვესტირების არანაკლებ 10%-ს ფულადი სახით. აღნიშნული 10% უნდა ჩაირიცხოს PIN-ის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდება ტექნიკური გრანტით გათვალისწინებული აქტივების შეძენა. ანუ საგრანტო სქემა ითვალისწინებს საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შესაძენი ძირითადი საშუალებების მთლიანი ღირებულების მაქსიმუმ 90%-ის PIN-ის მიერ ანაზღაურებას, დანარჩენი 10% კი უნდა დაფინანსდეს თავად გამარჯვებულის მიერ. მაგალითად, თუ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შესაძენი მოწყობილობ(ებ)ის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, პროექტის ფარგლებში გამოიყოფა 900 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხას - 100 ლარს გადაიხდის თავად გამარჯვებული. 

PIN-ი არ გადაურიცხავს უშუალოდ თანხას გამარჯვებულ განმცხადებლებს, პროექტის თანაინვესტიცია გამოყენებული იქნება მხოლოდ წარმოების ძირითადი საშუალებების შესაძენად და არა ოპერაციული ან/და მიმდინარე ხარჯების დასაფარად, ასევე განმცხადებლებმა არ უნდა მოითხოვონ მოითხოვონ პროექტის თანაინვესტირება შენობების, მიწის და ინფრასტრუქტურის შესაძენად/გასარემონტებლად;

პროექტის თანაინვესტირება გამოყენებული იქნება თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების წარმოების ძირითადი საშუალებების შესაძენად, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, როგორიცაა: ფუტკრის თანამედროვე სკები ან/და ფუტკრის ოჯახები, თაფლის თანამედროვე ექსტრაქტორები/საწურები, საკუპაჟეები, თაფლის შესანახი ჭურჭელი, სპეც ტანსაცმელი და ა.შ., აგრეთვე გადამამუშავებელი, შესაფუთი, ლაბორატორული და ვეტერინარული მოწყობილობები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის ინსტრუმენტები და ა.შ. 

კონკურსში გამარჯვებულ მეფუტკრეებთან გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ორივე მხარის უფლება-მოვალეობები. პროექტის თანაინვესტირებით შეძენილი აქტივები თავდაპირველად გადაეცემა გამარჯვებულ განმცხადებლებს თხოვების წესით, ხოლო 6 თვის შემდეგ კი გადაეცემა საჩუქრად, იმ პირობით, რომ შესრულებული იქნება განმცხადებლის საგრანტო ხელშეკრულების ყველა ძირითადი პირობა. 

საგრანტო კონკურსის განრიგი:

 პროექტის თანაინვესტირების მიღების მსურველებმა კონკურსის გამოცხადებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში ელექტრონულად უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა (აპლიკაციის ფორმა - იხ დანართი #1) და გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pinadmin.georgia@peopleinneed.cz, ან მოიტანონ ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი PIN-ის ოფისებში, შემდეგ მისამართებზე: ქ. ქუთაისი, სოლომონ პირველის ქ. 27; ქ. გორი, სტალინის ქ. #18/3; 

საგრანტო განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით. განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 5  ნოემბერი, 18:00 საათი. 

აპლიკაციის ჯეროვანი ხარისხის უზრუნველსაყოფად პროექტის გუნდი გამართავს  კონსულტაციებს საგრანტო განაცხადის დაწერასთან დაკავშირებით. 

წარდგენილი განაცხადები განიხილება და შეფასდება შესარჩევი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში იქნებიან პროექტის გუნდი და მეფუტკრეობის ექსპერტები, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

• ტექნიკური განხორციელებადობა;

• განმცხადებლის თანაინვესტირების პროცენტი

• ტრენერის მიერ  მიცემული შეფასება;

• აპლიკანტების აქტიური მონაწილეობა ABC ტრენინგებში -7 დღიან ტრენინგ კურსზე დასწრების მაჩვენებელი;

• თაფლის ან/და ფუტკრის სხვა პროდუქტების წარმოებისა და დამუშავების მოსალოდნელი გაუმჯობესება გრანტით შეძენილი დანადგარის გამოყენების შედეგად; 

• გრანტით მიღებული მოწყობილობის  ხარჯთეფექტურობა;

თითოეულ კრიტერიუმს მიენიჭება გარკვეული ქულა. იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე აპლიკანტი მიიღებს თანაბარ ქულებს ძირითად კრიტერიუმებში,  უპირატესობა მიენიჭებათ ქალებს, ახალგაზრდებსა და დევნილთა ჯგუფების წარმომადგენლებს.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

22 ოქტომბერი საგრანტო კონკურსის გამოცხადება;

22 ოქტომბერი - 2 ნოემბერი კონსულტაციების საგრანტო აპლიკაციის შევსებაზე;

5 ნოემბერი, 18:00 საათი საგრანტო განაცხადის  ჩაბარების ბოლო ვადა;

დაწყებული 22 ოქტომბრიდან საგრანტო განაცხადის ფორმის გადმოწერა შეიძლება PIN-ის ვებსაიტიდან www.pin.ge . საგრანტო განაცხადის ფორმის მიღება შეიძლება ასევე PIN-ის ოფისებში, ხოლო ელექტრონულად შევსებული საგრანტო განაცხადი გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pinadmin.georgia@peopleinneed.cz

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ PIN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში, ადგილობრივი და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, ვისაც შეუძლია გავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ასევე შესარჩევი კომისიის წევრებს. აღნიშნული ეხება ჩამოთვლილ პირთა ოჯახის წევრებსაც.  

კონსულტაციისათვის და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორებს, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე ან ელ. ფოსტაზე: 

თეონა ფურცხვანიძე

პროექტის კოორდინატორი იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში

People in Need, ქუთაისი, სოლომონ პირველი 27

ტელეფონი: 599 301 305

ელ ფოსტა: teona.purtskhvanidze@peopleinneed.cz 

ნინო მარკოზაშვილი

პროექტის კოორდინატორი კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

People in Need, გორი, კორპუსი N18, ბინა N3

ტელეფონი: 593 167 838

ელ ფოსტა: nino.markozashvili@peopleinneed.cz

ნკურსი

სიახლეები

25.05.2018

PIN-მა თელავში DCFTA საინფორმაციო რესურს მაგი

  • 25.05.2018
    PIN-მა თელავში DCFTA საინფორმაციო რესურს მაგი
    //www.youtube.com/embed/HmpHXjX9Wbg?rel=0
    PIN-მა თელავში DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდა გახსნა
  • 14.02.2018
    PIN-ის სოციალური პროექტები გორში
    //www.youtube.com/embed/__BWosqb6mU?rel=0
    PIN-ის სოციალური პროექტები გორში
  • 28.09.2017
    ყაზბეგი - ძლიერი გრძნობა
    //www.youtube.com/embed/9seAkjDp7Ek?rel=0
    ყაზბეგი - ძლიერი გრძნობა
  • 01.10.2016
    ერთგულების 10 წელი საქართველოში
    //www.youtube.com/embed/rAeA1iLQbGI?rel=0
    ერთგულების 10 წელი საქართველოში
  • 07.10.2015
    კოოპერატივი მშვილდი +
    //www.youtube.com/embed/jkRaP1Y901s?rel=0
    კოოპერატივი მშვილდი +
  • 19.07.2017
    პროფესიული განათლება უმოკლესი გზა დასაქმებისკ
    //www.youtube.com/embed/oKAMh6nrUO8?rel=0
    პროფესიული განათლება უმოკლესი გზა დასაქმებისკენ საქართველოში!!
  • 05.06.2017
    DCFTA პროექტის გახსნის ცერემონია
    //www.youtube.com/embed/STswdIln8yE?rel=0
    DCFTA პროექტის გახსნის ცერემონია
  • 20.05.2016
    იმერეთის შრომითი ბაზრის კვლევის პრეზენტაცია
    //www.youtube.com/embed/URFPy_sgIfM?rel=0
    იმერეთის შრომითი ბაზრის კვლევის პრეზენტაცია
  • 12.11.2015
    პრეს ტური PIN-ის პროექტებზე
    //www.youtube.com/embed/KX-32WKHzcI?rel=0
    პრეს ტური PIN-ის პროექტებზე
  • 19.05.2016
    ურთიერთგაგების მემორანდუმი PIN-სა და ხონის გა
    //www.youtube.com/embed/MRBRmGDgS7o?rel=0
    ურთიერთგაგების მემორანდუმი PIN-სა და ხონის გამგეობას შორის
  • 07.10.2015
    YISAP ის ბლოგების კონკურსი
    //www.youtube.com/embed/FJxa2kmP0Fk?rel=0
    YISAP ის ბლოგების კონკურსი
  • 08.07.2015
    ჩეხეთის ელჩი ტყიბულში ლიტერატურულ კაფეს ეწვია
    //www.youtube.com/embed/qErZ6SzKY3w?rel=0

  • 12.01.2015
    სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტრაქტორე
    //www.youtube.com/embed/fFFibeRRsPs?rel=0
    სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტრაქტორების გადაცემა
  • 25.05.2016
    ურთიერთგაგების მემორანდუმი გორის მუნიციპალიტე
    //www.youtube.com/embed/MN8k8Ceicyg?rel=0
    ურთიერთგაგების მემორანდუმი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან
  • 06.05.2016
    ურთიერთგაგების მემორანდუმი PIN-სა და ტყიბულის
    //www.youtube.com/embed/L43nhJDcZ4E?rel=0
    ურთიერთგაგების მემორანდუმი PIN-სა და ტყიბულის გამგეობას შორის
  • 28.12.2015
    პინ-ი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარე
    //www.youtube.com/embed/qNK_0mQEv-o?rel=0
    პინ-ი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას
  • 07.10.2015
    ენპარდ-ის მიერ მხარდაჭერილმა კოოპერატივებმა წ
    //www.youtube.com/embed/H8LqFyNvcY8?rel=0
    ენპარდ-ის მიერ მხარდაჭერილმა კოოპერატივებმა წარმოების დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს
  • 28.03.2016
    ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი და სოფლის მეურნეო
    //www.youtube.com/embed/jdT09xl_0fs?rel=0
    ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ენპარდის მხარდაჭერილ კოოპერატივებს ესტუმრნენ
  • 01.03.2016
    ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული ადვოკ
    //www.youtube.com/embed/ye-1GrSkWn8?rel=0
    ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული ადვოკატირების კამპანია
  • 07.10.2015
    ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამა
    //www.youtube.com/embed/zfP7atiOW9g?rel=0
    ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამა
  • 25.05.2016
    საკოორდინაციო შეხვედრა "შშმ ახალგაზრდები
    //www.youtube.com/embed/OjJLaJeGmDI?rel=0
    საკოორდინაციო შეხვედრა "შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა"
  • 07.10.2015
    სოციალური პროექტის გახსნა
    //www.youtube.com/embed/4BoazG7Ll1Q?rel=0
    სოციალური პროექტის გახსნა
  • 01.03.2016
    ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული ადვოკ
    //www.youtube.com/embed/yYzSE3zhqMs?rel=0
    ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული ადვოკატირების კამპანია
  • 28.12.2015
    PIN To support Developing a Strategy for Rura
    //www.youtube.com/embed/qNK_0mQEv-o?rel=0
    PIN To support Developing a Strategy for Rural Development in Georgia IPIN
  • 07.10.2015
    ახალგაზრდების სოფლიდან გადინების პრობლემა
    //www.youtube.com/embed/0loHbEfXRtE?rel=0
    ახალგაზრდების სოფლიდან გადინების პრობლემა
  • 07.10.2015
    ვირტუალური ურთიერთობების პრობლემა
    //www.youtube.com/embed/XqOllZ0AfXY?rel=0
    ვირტუალური ურთიერთობების პრობლემა
  • 08.07.2015
    ჩეხეთის ელჩის ვიზიტი ტყიბულსა და ამბროლაურში
    //www.youtube.com/embed/qErZ6SzKY3w?rel=0
    ჩეხეთის ელჩის ვიზიტი ტყიბულსა და ამბროლაურში
  • 15.12.2014
    მუნიციპალური სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა
    //www.youtube.com/embed/ADjXoaGm3qk?rel=0
    მუნიციპალური სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა
  • 15.12.2014
    საჯარო შეხვედრა ტყიბულში
    //www.youtube.com/embed/5q7Ohn8l2uM?rel=0
    საჯარო შეხვედრა ტყიბულში
  • 08.12.2014
    სოციალური პროექტი_ტრეინინგი სოციალური დახმარე
    //www.youtube.com/embed/Wv6INLtQp5g?rel=0
    სოციალური პროექტი_ტრეინინგი სოციალური დახმარების საბჭოსათვის
  • 08.12.2014
    სემინარი "საზოგადოებრივი პროგრესი"
    //www.youtube.com/embed/Q8uqmxQIDJA?rel=0
    სემინარი "საზოგადოებრივი პროგრესი"
  • 08.12.2014
    სოციალური პროექტი_სერტიფიკატების გადაცემა
    //www.youtube.com/embed/1WG2-UvHEAU?rel=0
    სოციალური პროექტი_სერტიფიკატების გადაცემა
  • 08.12.2014
    სოციალური პროექტი_დონაცია
    //www.youtube.com/embed/wvGqyBhH-J4?rel=0
    სოციალური პროექტი_დონაცია
  • 08.12.2014
    სოც პროექტი გადამზადების კურსები
    //www.youtube.com/embed/3SoXva9bn_4?rel=0
    სოც პროექტი გადამზადების კურსები
  • 01.12.2014
    ტექნიკური ტრეინინგი კოოპერატივებისათვის
    //www.youtube.com/embed/Qjy2THTxld0?rel=0
    ტექნიკური ტრეინინგი კოოპერატივებისათვის
  • 01.12.2014
    "კოოპერატივების ორგანიზაციული განვითარებ
    //www.youtube.com/embed/Zq-Qs-ffMsk?rel=0
    "კოოპერატივების ორგანიზაციული განვითარება"
  • 01.12.2014
    სოც მხარდაჭერის პროექტი_დონაცია
    //www.youtube.com/embed/totztJi7k3I?rel=0
    სოც მხარდაჭერის პროექტი_დონაცია
  • 01.12.2014
    სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები
    //www.youtube.com/embed/l5ZJJgtSY_g?rel=0
    სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები
  • 01.12.2014
    მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერს
    //www.youtube.com/embed/?rel=0
    მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტსა და PIN-ს შორის
  • 01.12.2014
    მცირე გრანტების შეასარჩევი კომისია
    //www.youtube.com/embed/eYkuA4A0abs?rel=0
    მცირე გრანტების შეასარჩევი კომისია
  • 01.12.2014
    თერჯოლის ახალგაზრდული ცენტრის მოდელი
    //www.youtube.com/embed/15E4JRJaAME?rel=0
    თერჯოლის ახალგაზრდული ცენტრის მოდელი
  • 01.12.2014
    თანამონაწილეობითი დაგეგმარება
    //www.youtube.com/embed/A0gxjrUzxl4?rel=0
    თანამონაწილეობითი დაგეგმარება
  • 01.12.2014
    ტრეინინგი "ვოჩდოგის შესაძლებლობა"
    //www.youtube.com/embed/sKPTl2J_RWg?rel=0
    ტრეინინგი "ვოჩდოგის შესაძლებლობა"
  • 01.12.2014
    ტრეინინგი "სამოქალაქო თანამშრომლობა თემშ
    //www.youtube.com/embed/yi6aNMKukRo?rel=0
    ტრეინინგი "სამოქალაქო თანამშრომლობა თემში"
  • 01.12.2014
    ბანაკი აქტიურ მოქალაქეობაზე/
    //www.youtube.com/embed/EP7NjqUMYFQ?rel=0
    ბანაკი აქტიურ მოქალაქეობაზე/
  • 01.12.2014
    პროექტი "იდებატე რომ შეგამჩნიონ"
    //www.youtube.com/embed/?rel=0
    პროექტი "იდებატე რომ შეგამჩნიონ"
  • 01.12.2014
    პროექტ "სიცოცხლის" დახურვის ცერემონ
    //www.youtube.com/embed/Gwd_WJz_ezk?rel=0
    პროექტ "სიცოცხლის" დახურვის ცერემონია
  • 01.12.2014
    პინ-ის პროექტი "იდებატე რომ შეგამჩნიონ&q
    //www.youtube.com/embed/96IEwr1ioMc?rel=0
    პინ-ის პროექტი "იდებატე რომ შეგამჩნიონ"
  • 01.12.2014
    კონფერენცია "განათლება მოქალაქეობისთვის&
    //www.youtube.com/embed/_KLcpq5G7ck?rel=0
    კონფერენცია "განათლება მოქალაქეობისთვის"
  • 01.12.2014
    სტრატეგიული დაგეგმარების ტრეინინგი
    //www.youtube.com/embed/2WAU2aiELyI?rel=0
    სტრატეგიული დაგეგმარების ტრეინინგი

გამოცემები

ჩვენი დონორები

2
3